LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 მილიონი ევროს ტიტები ნაგავში: წელს ნიდერლანდებში გაზაფხული აღარ იქნება (ფოტოები)

1352
68

მსოფლიო პანდემიის კიდევ ერთი მოულოდნელი მემკვიდრეობა. ევროპული საზღვრების ჩაკეტვის გამო ნიდერლანდებში მილიონობით ყვავილი განადგურდა, რომელიც გაზაფხულის დღესასწაულებისთვის იყო განკუთვნილი მთელი მსოფლიო მასშტაბით.

ქვეყანაში ყვავილების უდიდესი წარმოება უბრალოდ დაიკეტა, მილიონობით ულამაზესი ტიტა ქუჩაში გადაყარეს, ნაგავში. დაიკარგა დაახლოებით 50 მლნ ევროს ღირებულების ყვავილი.

მართლაც გულისმომკვლელი სანახავია ყვავილების სასაფლაო.

ამ უკვე გამზადებულ ყვავილებს ალბათ დიდი სატვირთო მანქანები ქალაქგარეთ გაიტანენ და გაანადგურებენ.

გეგონება ომიაო.

 

ნიდერლანდებში, წელიწადში ერთხელ ყველაზე დიდი გაზაფხულის დღესასწაული იმართება. ამსტერდამიდან ნახევარი საათის სავალზე, პატარა ქალაქ ლისეში მდებარე კეკენჰოფის ბაღი მთელ პლანეტაზეა ცნობილი, სადაც 10 მლნ ყვავილი ხარობს (5 მილიონზე მეტი ტიტაა) და მხოლოდ ორი თვეა ღია დამთვალიერებლებისთვის. ეს სამოთხის მსგავსი ბაღი და სანახაობა მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდეა ხელმისაწვდომი. როგორც ჩანს, წელს გაზაფხული აღარ იქნება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები