ქართული კულტურის განვითარება, პოპულარიზაცია, მიზნობრივი პროგრამები და სახელმწიფო საგრანტო კონკურსები – განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კულტურის ეროვნული ფონდი იქმნება. ის სწორედ ამ საკითხებს დაუთმობს ყურადღებას.
მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო კულტურის მიმართულების პოლიტიკასა და სტრატეგიას განსაზღვრავს, ფონდი კი განახორციელებს.
ის ოფიციალურად 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. მინისტრის ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი იქნება და მის ხელმძღვანელად ირმა რატიანი დაინიშნება.
„ვიწყებთ კომპლექსურ რეფორმას ამ მიმართულებით, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებს და მორგებულია ჩვენი ქვეყნის სჭიროებებზე. ჩვენი მიზანია რეფორმის შედეგად სისტემა გახდეს უფრო მოქნილი, პროცესები უფრო ღია და გამჭვირვალე. პრიორიტეტების განსაზღვრა კი უფრო კომპეტენტური და გრძელვადიან განვითარებაზე მიმართული”, – განაცხადა ბატიაშვილმა.