LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ჯენეტ ჯექსონმა ორსულობის პირველი ფოტო გააზიარა

347

მიმდინარე წლის მაისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჯენეტ ჯექსონის ორსულობაზე. ცნობილი გახდა ისიც, რომ ჯექსონმა მსოფლიო ტურნე Unbreakable World გაურკვველი ვადით გადადო. 50 წლის მომღერალი მედიასთან 5 თვეა არ გამოჩენილა, მისი გადაღება მხოლოდ რადენიმე კვირის წინ მოხერხდა, როცა ის საბავშვო ავეჯს ყიდულობდა. ამჯერად კი ჯენეტ ჯექსონმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია ორსულობის შესახებ და ჟურნალს People ექსკლუზიური კომენტარიც მისცა. ჟურნალის გვერდებზე გამოჩნდა თეთრ ფერებში გამოწყობილი ჯენეტ ჯექსონი, რომელსაც უკვე ეტყობა მოზრდილი მუცელი და ასაკის მიუხედავად ფანტასტიურად გამოიყურება: „ჩვენ მადლობას ვუხდით ღმერთს ამ კურთხევისთვის“ – ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჯენეტ ჯექსონის მეუღლე 42 წლის კატარელი მილიარდელია. ცნობლია ისიც, რომ ჯენეტმა გათხოვების შემდეგ რელიგიური აღმსარებლობაც შეიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g