ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯულია რობერთსი „ამაზონის“ ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი პარტნიორი დერმოტ მალრუნი იქნება. მსახიობები გადასაღებ მოედანზე 21 წლიანი პაუზის შემდეგ შეხვდებიან ერთმანეთს. სწორედ ეს დრო გავიდა რომანტიკული მელოდრამის, „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“ გადაღებებიდან. „დაბრუნება სახლში“ ასე ქვია ახალ სერიალს, რომელსაც რეჟისორი სემ ისმაილი იღებს და რომელიც პოლიტიკური ტრილერების მოყვარულებს მოეწონებათ. 10 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი საიდუმლო ორგანიციაზე მომუშავე აგენტის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს.
ფოტოგრაფებმა კი ლოს-ანჯელესში პირველად დააფიქსირეს სერიალზე მომუშავე ჯულია რობერთსი. 50 წლის ვარსკვლავი სხვადახვა სამოსით პოზირებდა გადაღებებზე, მათ შორის ყვავილებით დაპრინტული კაბით, მინი ქვედაბოლოთი და უგებით. ჯულიას ახალი როლისთვის ვარცნილობაც განსხვავებული აქვს, რაც მის კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.




