ლათინოამერიკული სერიალების ვარსკვლავი, სერიალებში – “ფარული ვნება” და “მეორე სიცოცხლე” მთავარი როლის შემსრულებელი მარიო ჩიმარო, პირველ შვილს ელოდება.
ამის შესახებ მსახიობმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაპოსტა. მან ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს სასიამოვნო სიახლე ასე ამცნო.
50 წლის მარიოსთვის ეს პირველი შვილია, რადგან წინა ქორწინებიდან მას შვილები არ ჰყავს.
მისი რჩეული მოდელი ბრონისლავ გრეგუსოვაა.