LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„500 000-იანი მხარდაჭერილი კაცი ციხეში გიზის, ვერაფერს აკეთებ და ამბობ, „ქოცებს“ დავამხობო, ამას შინაარსი არ გააჩნია“ – იაგო ხვიჩია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე

192
BeFunky-collage (2)

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ტექნიკურად გაუმართავია. მისივე განმარტებით, აღნიშნულის მოთხოვნამდე საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რათა 2024 წელს არჩევნები არ იყოს ჩასატარებელი.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩიამ “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა,  „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის გარეშე უიდეოა.

„ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ყველანაირი საფუძველი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ახლა ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ვერ გააკრიტიკებ, არგუმენტი აქვს, რომ არ მოსწონს უბრალოდ, როგორც „ქოცები“ იქცევიან, მე ამაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ,იმაზე, რომ აზრი აქვს ახლა…არჩევნები რომ მართლა ჩაგიტარონ „ქოცებმა“, ეს ხომ ოპოზიციას არ აწყობს? ახლა ხომ სისულელეა. „ნაცებს“ ყველაზე მეტად არ აწყობთ, ლიდერი უზით ციხეში და აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერის გარეშე, სრულიად უიდეოა მთელი პარტია, იდეა არ გააჩნიათ.

წელიწად-ნახევარია თუ მანამდეც ლაპარაკობდნენ, რეგიონებში გავალთ და ხალხს დაველაპარაკებითო და ამას შინაარსი არ გააჩნია, ახლა კაცი ციხეში ზის, ის ვერ გამოგყავს, უძლური ჩანხარ ყველას თვალში, 500 000-იანი მხარდაჭერილი კაცი ციხეში გიზის, ვერაფერს ვერ შვრები და ამბობ, რეგიონში გავალ, ხალხს დაველაპარაკები, რაღაც განსხვავებულს ვეტყვი, ადრე როგორც ველაპარაკებოდი, ისე კი არა, სხვანაირადო და „ქოცებს“ დავამხობო. თავს ხომ ვერ მოვიგიჟიანებ, მე ხომ ამას ვერ დავიჯერებ, ეს რომ სერიოზულად მოგიყვეთ, ხომ მეტყვით, რაღაც არ არის მანდ ყველაფერი დალაგებულადო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კობახიძე მელიას განცხადებაზე: მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: გირჩი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები