LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე შეერთების შესახებ მაშინ ისაუბრებს: ხატია დეკანოიძე

64
khatia-dekanoidze-w-h

“როდესაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებაზე შეერთების შესახებ მაშინ ისაუბრებს”,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თმით, ყველას კარგად ესმის, რომ აქ ანტიკონვენციური მუხლებით „ქართულ ოცნებას“ არც ერთი საქმე არ აღუძრავს, აქ აღძრული იყო 333-ე, ეს იყო უფლებამოსილების გადამეტება, რაც შეეხება 143-ე და 154- ე მუხლებს, აქ გამოძიება დაიწყო, მაგრამ არავის ბრალი არ წაყენებია.

„ანტიკონვენციური მუხლებით „ქართულ ოცნებას“ არცერთი საქმე არ აღუძრავს, აქ საქმე აღძრული იყო 333-ე, უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. რაც შეეხება 143-ე და 154-ე მუხლებს, ამაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავის ბრალი არ წაყენებია. ამიტომ სინმადვილეში ხდება 20 ივნისის „გათეთრება“.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდიდა, ამნისტიის კანონს მაინც მიიღებდნენ, ამიტომ ის იდეოლოგია და პროპაგანდა, რაზეც საუბრობდნენ, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს, რომ ამნისტიის კანონი არ მიიღონ, რასაკვირველია, მცდარია.

ზოგადად, ვფიქრობ, ამნისტია სამართალდამცველების, ვინც ადამიანებზე თავდასხმას ახორციელებს, არის საშიში პრეცედენტი მაშინ, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება ჩავარდეს ხიბლში – დასაჯოს პროტესტში მონაწილე ადამიანები და შემდეგ ვისაუბროთ ამნისტიაზე. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამნისტიის კანონს. დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანმხებას და ისინი, ვინც შევიდნენ პარლამენტში, იბრძოლებენ ბოლომდე იმისთვის, რომ იმ მუხლებს არ უყარონ კენჭი იმ მუხლებს, რომელიც გულისხმობს სამართალდამცველებისთვის პასუხისმგებლობისთვის მოხსნას.

მეტი დისკუსია რომ გაგვემართა ამასთან დაკავშირებით, რაღაც საფრთხეებს თავიდან ავიცილებდით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები