LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს – მიხეილ ჩხენკელი

87

განათლების მინისტრი 51-ე სკოლაში ფსიქოლოგების ჯგუფს აგზავნის. ისინი  სამუშაოდ სკოლაში ორშაბათს დილიდან  მივლენ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული. მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს დაჭრილი მოსწავლის გარდაცვალების გამო.

 

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას.

ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია ჩხენკელის განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან  24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.  მათთან დასაკავშირებლად უწყება აქვეყნებს სამინისტროს ნომერს 2 200220 (შიდა 30-25); ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, იმუშავებს 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181.

mazda magti 5g