LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის მონაზონი კორონავირუსით გარდაიცვალა – სარფის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა

246
დედა სოსანა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მონაზონი სოსანა კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

“ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით გარდაიცვალა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი სოსანა (ვასაძე).

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ სოსანას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი სოსანა”, – ვკითხულობთ სამძიმრის ტექსტში.

მონაზვნის გარდაცვალების გამო სარფში, დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა.

განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

„კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში გამოცხადდა კარანტინი. შესვლა აკრძალულია.

გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში მონაზონი სოსანა”, – აცხადებენ ეპარქიაში.

51 წლის მონაზონი სოსანა კორონავირუსის დიაგნოზით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მისი გადარჩენა სამწუხაროდ ექიმებმა ვერ შეძლეს.

საქართველოში კორონავირუსის რიცხვი შეზღუდვების დაწესების მიუხედავად ჯერჯერობით არ კლებულობს.

ბოლო 24 საათში ორონაირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g