მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 73 მილიონს გადააჭარბა
პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ – 19-ით ინფიცირების 73 188 678 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 51.3 მილიონი ადამიანი, 1 627 797 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის მსოფლიოში 20 238 159 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი – საფრანგეთია.