მიმიდინარე წლის აგვსტოში, კინოეკრანებზე „ნეტფლიქსის“ ახალი ფილმი, „პროექტი ძალა“ გამოვიდა, სადაც მთავარ როლს, 52 წლის მსახიობი, ჯეიმი ფოქსი ასრულებს. ფილმი საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
ახლახანს კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ნეტფლიქსი“ ახალ, კომედიური ჟანრის ფილმზე მუშაობს, მისი სახელია „დღის სმენა“ და ის ვამპირებზე მოგვითხრობს. სტრიმინგ-სერვისმა მთავარი როლის შესასრულებლად კვლავ ჯეიმი ფოქსი მიიწვია, ისიც შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა. ფილმის პროდიუსერი ჯად სტაჰელსკი იქნება, რომლსაც ისეთ ფილმზე უმუშავია, როგორიც „ჯონ უიკია“.
როდის შედგება ფილმის პრემიერა, ჯერჯერობით უცნობია.

