LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი ლათინური ამერიკის ისტორიაში“ – „ნეტფლიქსი“ ,,მარტოობის ასი წელიწადის” მიხედვით სერიალს იღებს

158
page

„ნეტფლიქსი“ ნობელის პრემიის ლაურეატი ავტორის, გაბრიელ გარსია მარკესის რომანის „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით, სერიალს იღებს. შოუ ორ სეზონად გამოვა, თითოეულში 8 ეპიზოდი იქნება წარმოდგენილი.

„ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი ლათინური ამერიკის ისტორიაში“, – აცხადებენ სერიალის ავტორები, ლორა მორა და ალექს გარსია ლოპესი.

სერიალის პრემიერა „ნეტფლიქსზე“ 11 დეკემბერს შედგება.

ცნობისთვის, გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წელს გამოსული რომანი, 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები