გუშინ საფრანგეთის ქალაქ ლიონში ძმები ლუმერების სახელობის რიგით მერვე კინოფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების მთავარი სტუმარი გახდა იტალიელი კინომსახიობი მონიკა ბელუჩი, რომელმაც ფესტივალის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
წითელ ხალიჩაზე მონიკა ბელუჩი პომპეზურობით არ გამოირჩეოდა. 52 წლის მსახიობი სადა, ელეგანტური კაბით გამოჩნდა ჟურნალისტებთან. ნაქსოვი შავი კაბა ბელუჩის მაღალყელიან ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. მონიკა ბელუჩის გარდა ფესტივალის გახსნას ესწრებოდა ქეუენთინ ტარანტინოც.
