90-იანი წლების სუპერმოდელი ელ მაქფერსონი ამტკიცებს, რომ წლებთან ერთად უფრო მიმზიდველი და სექსუალური ხდება. 53 წლის მოდელი ფოტოგრაფებმა ავსტრალიის სანაპიროზე გადაიღეს, სადაც ცნობილი მოდელი საცურაო კოსტიუმში პოზირებდა. Melissa Odabash-ის შავი ფერის საცურაო კოსტიუმი მაქფერსონს შლაპასთან და ჯინსის მოკლე შორტებთან ჰქონდა შეხამებული.
მალევე ცნობილი მოდელი სიდნეის ერთ-ერთ ღამის კლუბშიც გამოჩნდა, სადაც ის უახლოესი მეგობრების გარემოცვაში მივიდა. ამჯერად მოდელმა მეტალისფერ მოკლე ქვედაბოლოსა და თეთრ ტოპზე გააკეთა არჩევანი. მინიმალისტური მაკიაჟითა და სადა ვარცხნილობით 90-იანი წლების სუპერმოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.