LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის ჯენიფერ ენისტონი პრემიერაზე „ვერსაჩეს“ ბისერებიან მინი-კაბაში ბრწყინავდა

250
ჯენიფერ-ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როცა ის ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის „იდუმალი მკვლელობა 2“-ის პრემიერას დაესწრო. 54 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ვერსაჩეს“ ულამაზეს ვერცხლისფერ მინი-კაბაში, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული. ანსამბლს მსახიობმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სადა მაკიაჟი შეუხამა.

ცნობილია, რომ ენისტონი აქტიურად არის დაკავებული სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ამის დასტურია მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე, სადაც ყოველ ახალ ფოტოზე, ის კიდევ უფრო მშვენიერია.

წონაში მომატებული ჯენიფერ ენისტონი ბრწყინვალედ გამოიყურება – 54 წლის ვარსკვლავი ჯიმი ფელონის შოუში მიემართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები