LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ენისტონის მიერ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის სალომე ზურაბიშვილი მოხვდა

200
BeFunky-collage

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში ისმის მათი ხმაური, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ცვლილებები მაინც ხდება. მიანიჭეთ უფლებამოსილება ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო“ – ამ წარწერით მსახიობ ჯენიფერ ენისტონის მიერ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის საქართველოს პრეზიდენტიც მოხვდა.

სალომე ზურაბიშვილთან ერთად მოხვდნენ მსოფლიო ლიდერი ქალები, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პოლიტიკოსები. მათ შორისაა ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი,  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ნეპალის პრეზიდენტი ბადია დევი ბანდარი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

ასევე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, პაკისტანელი აქტვისტი და უფლებადამცველი მალალა იუსუფზაი, ახალაგაზრდა ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები