ნაომი კემპბელი ზაფხულს იბიცაზე ატარებს. მასთან ერთად იმყოფება არაბი მულტიმილიონერი, მოჰამედ ალ ტურკი. სწორედ მასთან რომანზე საუბრობს უკვე რამდენიმე წელია მედია, თუმცა თავად ნაომის გარემოცვა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ნაომი და მოჰამედი უბრალოდ ახლო მეგობრები არიან.
ამჯერად ისინი პაპარაცებმა იბიცას სანაპიროზე გადაიღეს. 54 წლის ტოპ-მოდელი და 38 წლის მოჰამედი ხელიხელჩაკიდებულები მისეირნობდნენ.
საოცარი „ლუქით“ იყო წარმოდგენილი „შავი პანტერა“. ამ დღეს ნაომის თეთრი, მაქმანებიანი ორეული ეცვა, წელზე კი სამკაულები ეკეთა. მის „ლუქს“ დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.
ნაომი კემპბელი კვლავ მოჰამედ ალ ტურკთან გადაიღეს