მსახიობი, დენიზ რიჩარდსი პირველად გამოჩნდა საჯაროდ მას შემდეგ, რაც პლასტიკური ოპერაციის შესახებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
-15 წელი – 55 წლის დენიზ რიჩარდსი პლასტიკური ოპერაციის ფენომენალურ შედეგებს გვიზიარეს
55 წლის რიჩარდსი BBTV-ის ღონისძიებას დაესწრო. წითელ ხალიჩაზე მსახიობმა იისფერი, მაქმანებითა და ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული კაბა მოირგო. აღნიშნულ „ლუქს“ მან ბრილიანტის სამკაულებით შეუხამა.

რიჩარდსის თქმით, ოპერაციიდან ერთი წელიც არ არის გასული. მას ოპერაცია ჩაუტარა ბევერლი-ჰილზში მომუშავე ცნობილმა ქირურგმა, ბენ ტალეიმ, რომელიც ბუნებრივი მიმიკის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ტექნიკებითაა ცნობილი.
მსახიობი მხოლოდ ერთი ზონის კორექციით არ შემოიფარგლა. მან სრულმასშტაბიანი სახის გაახალგაზრდავება გაიკეთა. პროცედურაში შედიოდა სახის კანის ღრმა გადაჭიმვა, (ფეისლიფტინგი) და კისრის დაჭიმვა, აგრეთვე ქუთუთოების პლასტიკა და „ლიპოპილინგი“.
„მე 20 წლიდან საჯარო სივრცეში ვარ და ადამიანებმა ზუსტად იციან, როგორ გამოვიყურები. ფეისლიფტინგს ვერ დამალავდი“, – განმარტა რიჩარდსმა.
