55 წლის დენიზ რიჩარდსი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, ამჯერად მისი გარეგნობის მკვეთრი ტრანსფორმაციის გამო. ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ მსახიობის პლასტიკური ოპერაციის ფენომენალურ შედეგს, რომელმაც ის მინიმუმ 15 წლით გააახალგაზრდავა.
ვარსკვლავმა საჯაროდ დაადასტურა, რომ პლასტიკურ ქირურგიას მიმართა და სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტოები ოპერაციამდე და საბოლოო შედეგის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. მან გამოცემა Allure-თან ინტერვიუში დეტალურად აღწერა ჩატარებული პროცედურები.
რიჩარდსის თქმით, ოპერაციიდან ერთი წელიც არ არის გასული. მას ოპერაცია ჩაუტარა ბევერლი-ჰილზში მომუშავე ცნობილმა ქირურგმა, ბენ ტალეიმ, რომელიც ბუნებრივი მიმიკის შენარჩუნებაზე ორიენტირებული ტექნიკებითაა ცნობილი.
მსახიობი მხოლოდ ერთი ზონის კორექციით არ შემოიფარგლა. მან სრულმასშტაბიანი სახის გაახალგაზრდავება გაიკეთა. პროცედურაში შედიოდა სახის კანის ღრმა გადაჭიმვა, (ფეისლიფტინგი) და კისრის დაჭიმვა, აგრეთვე ქუთუთოების პლასტიკა და „ლიპოპილინგი“.
„მე 20 წლიდან საჯარო სივრცეში ვარ და ადამიანებმა ზუსტად იციან, როგორ გამოვიყურები. ფეისლიფტინგს ვერ დამალავდი“, – განმარტა რიჩარდსმა.
დენიზ რიჩარდსი 90-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ სექს-სიმბოლოდ ითვლება. მან ითამაშა არაერთ საკულტო ფილმში. ის ასევე გამოჩნდა „ჯეიმს ბონდშიც“, სადაც პარტნიორობას უწევდა პირს ბროსნანს. პოპულარობის პიკის შემდეგ მსახიობი რეალითი შოუებში მონაწილეობდა, ბოლო წლებში კი მოდელობის მიმართულებითაც გააქტიურდა.
