ფრანგი რეჟისორისა და მსახიობის გიომ კანეს ახალმა ფსიქოლოგიურმა ტრილერმა, Karma, „კანის 79-ე კინოფესტივალზე“ დიდი წარმატება მოიპოვა. ფილმის პრემიერის შემდეგ დარბაზი ექვსწუთიანი ოვაციებით აჟღერდა.
კინოსურათი, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი და კანეს ყოფილი მეუღლე, მარიონ კოტიარი ასრულებს, ფესტივალის ოფიციალური პროგრამის სპეციალურ სექციაში აჩვენეს. დაძაბული და ემოციური სიუჟეტის გამო Karma უკვე ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფრანგულ ფილმად მოიაზრება. ფილმი ვარსკვლავების მეექვსე საერთო პროექტია.
აღსანიშნავია, რომ წითელ ხალიჩაზე წყვილის თბილმა შეხვედრამ განსაკუთრებული ემოციები და ოვაციები დაიმსახურა. მარიონი და გიომი ერთმანეთს მხურვალედ ჩაეხუტნენ და ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ.
შეგახსენებთ, ფრანგი მსახიობები 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს. 2003 წელს კი ყველასათვის საყვარელ ფრანგულ ფილმში „შემიყვარე თუ გაბედავ“ მიიღეს მონაწილეობა. 49 წლის კოტიარსა და 52 წლის კანეს ორი შვილი, 15 წლის მარსელი და 9 წლის ლუიზი ჰყავთ.
მარიონ კოტიარი და გიომ კანე პრემიერაზე ბრიუსელში