პარიზში, კინოთეატრ Pathé Palace-ში, ფილმ „კარმას“ პრემიერა გაიმართა. ღონისძიებას რეჟისორი და მსახიობი, გიომ კანე, მისის ყოფილი მეუღლე, მარიონ კოტიარი, მათი ვაჟი, მარსელი და ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
კინოსურათი გიომ კანეს ახალი სარეჟისორო ნამუშევარია, რომლის კინოთეატრებში გამოსვლაც 21 ოქტომბერს იგეგმება.
ფილმის წინასაპრემიერო ჩვენებამ მსახიობები, გადამღები ჯგუფი და კინოსამყაროს წარმომადგენლები გააერთიანა. განსაკუთრებული ყურადღება კი გიომისა და მარიონის ერთად გამოჩენამ მიიპყრო. წყვილი ემოციურ კადრებს ellefr ავრცელებს.
ფოტო/ვიდეო: ემოციური შეხვედრა განქორწინების შემდეგ – მარიონ კოტიარი და გიომ კანე წითელ ხალიჩაზე
შეგახსენებთ, ფრანგი მსახიობები 18 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ. წყვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ცნობისთვის, მათ ერთმანეთი 1997 წელს გაიცნეს. 2003 წელს კი ყველასათვის საყვარელ ფრანგულ ფილმში „შემიყვარე თუ გაბედავ“ მიიღეს მონაწილეობა. 49 წლის კოტიარსა და 52 წლის კანეს ორი შვილი, 15 წლის მარსელი და 9 წლის ლუიზი ჰყავთ.
