LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

47 წლის მარიონ კოტიარი ,,შანელის” გალა ვახშამზე ბრენდის კლასიკურ ორეულში მივიდა

148
მარიონ-კოტიარი

ლოს-ანჯელესში 20 ოქტომბერს „შანელის“ საიუველირო ხაზის ახალი კოლექციისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე, ვარსკვლავებმა გალა-ვახშამზე გადაინაცვლეს. საპატიო სტუმრებს შორის სპეციალურად მოწყობილ წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „შანელის“ ამბასადორი, უმშვენიერესი მარიონ კოტიარი.

47 წლის ფრანგი ლამაზმანი ცნობილი ბრენდის ზოლიან ორეულში იყო გამოწყობილი, ეს გახლდათ კლასიკური პიჯაკისა და შარვლის ძალიან გემოვნებიანი შეხამება.

ფოტო: შეუდარებელი მარიონ კოტიარი „შანელის“ შავ-თეთრ ბოდესა და ნაცრისფერ შარვალში შესანიშნავად გამოიყურება

45 წლის მარიონ კოტიარი „ჰარპერ ბაზარის“ ახალ ფოტოსესიაში შეუდარებელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები