LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განმარტოება ჰავაის კუნძულზე – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად პირველად გამოიჭირეს

285
page

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ჰავაიზე იმყოფებიან. ახალი ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა ერთად პირველად გადაიღეს. ისინი სანაპიროზე იყვნენ განმარტოებულები.

ისინი კაილიმ გაურიგა ერთმანეთს – კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის პირველი ვიდეო და რომანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო

მოგვიანებით ისინი ავტომობილში, მეგობრებთან ერთად შენიშნეს, ორივე მათგანი მაქსიმალურად ცდილობდა სახის დამალვას.

ინსაიდერების ინფორმაციით, სუპერმოდელი და მსახიობი უკვე სამ თვეზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. მათი რომანი ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაიწყო და წყაროს თქმით, ყველაფერი საკმაოდ კარგად ვითარდება. ურთიერთობის გაღრმავებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბოლო პერიოდში ორივე ხშირად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, რამაც მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა.

„ყველაზე იდეალური წყვილი“ – მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები