LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე იდეალური წყვილი“ – მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის შესახებ ალაპარაკდა

405
page

მედიაში კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის შესახებ ალაპარაკდნენ. ამის მიზეზი მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე მათი ერთობლივი გამოჩენა გახდა.

წყაროს ცნობით, ჯასტინ ბიბერის კონცერტის შემდეგ, ფესტივალზე მაყურებლებმა შენიშნეს, როგორ ტოვებდა „ეიფორიის“ ვარსკვლავი, ელორდი ღონისძიებას კარდაშიან-ჯენერების ოჯახთან ერთად. მოგვიანებით კი, დახურულ აფთერ-ფართიზე, თვითმხილველების თქმით, ჯენერი და ელორდი ერთმანეთს კოცნიდნენ და არ ერიდებოდნენ გრძნობების საჯაროდ გამოხატვას.

„ყველაზე იდეალური წყვილი“, – ასე აფასებენ ინტერნეტსივრცეში ახალ ვარსკვლავურ წყვილს.

შეგახსენებთ, 30 წლის კენდალ ჯენერი ხვდებოდა NBA-ის კალათბურთელს, დევინ ბუკერს. მას ასევე მოკლევადიანი ურთიერთობა ჰქონდა რეპერ Bad Bunny-თან.

რაც შეეხება 28 წლის ჯეიკობ ელორდის პირად ცხოვრებას, ოფიციალურად ცნობილია მისი ურთიერთობა მოდელ კაია გერბერთან. ბოლო წლებში ელორდი ასევე ხვდებოდა ინფლუენსერ, ოლივია ჯეიდის. წყვილი ოთხწლიანი ურთიერთობის განმავლობაში რამდენჯერმე დაშორდა ერთმანეთს.

ფოტო: კენდალ ჯენერმა 30 წლის იუბილე შიშველი ფოტოთი აღნიშნა

ვიდეო: „ჩემი პირველი ქრაში ბრედ პიტი იყო“ – ჯეიკობ ელორდის უეცარი აღიარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები