LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჰოლივუდური ულამაზესი წყვილი – კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის მორიგი გამოჩენა

231
page

კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ცოტა ხნის წინ კვლავ ერთად გამოჩნდნენ. ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი, „ახლად გამომცხვარი“ ჰოლივუდური წყვილი ავტომობილში ჯდებოდა და საცრად შეხმატკბილებულად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეს კენდალი და ჯეიკობი ჰავაიზე იმყოფებოდნენ. წყვილს უკვე ჰოლივუდის ულამაზეს ტანდემად მოიხსენიებენ.

განმარტოება ჰავაის კუნძულზე – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად პირველად გამოიჭირეს

ინსაიდერების ინფორმაციით, სუპერმოდელი და მსახიობი უკვე ოთხ თვეზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. მათი რომანი ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაიწყო და წყაროს თქმით, ყველაფერი საკმაოდ კარგად ვითარდება. ურთიერთობის გაღრმავებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბოლო პერიოდში ორივე ხშირად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, რამაც მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა.

ისინი კაილიმ გაურიგა ერთმანეთს – კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის პირველი ვიდეო და რომანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო

„ყველაზე იდეალური წყვილი“ – მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები