მედიაში კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერების ცნობით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.
„ყველაზე იდეალური წყვილი“ – მედია კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის რომანის შესახებ ალაპარაკდა
წყვილი პირველად ფართო საზოგადოებამ მაშინ შეამჩნია, როდესაც ისინი ჯასტინ ბიბერის კონცერტზე, კოცნისას დააფიქსირეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო და სიახლეს სულაც არ წარმოადგენს.
ინსაიდერების ინფორმაციით, სუპერმოდელი და მსახიობი უკვე ორ თვეზე მეტია ხვდებიან ერთმანეთს. მათი რომანი ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დაიწყო და წყაროს თქმით, ყველაფერი საკმაოდ კარგად ვითარდება. ურთიერთობის გაღრმავებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბოლო პერიოდში ორივე ხშირად ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, რამაც მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა.
„ლიზო და ჯეიკობ ელორდი კოცნის დროს გამოიჭირეს“ – მედიაში შოკისმომგვრელი სიახლე ვირუსულად ვრცელდება

