კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ურთიერთობას უკვე აღარ მალავენ. წყვილი პირველად დააფიქსირეს ხელჩაკიდებული, რაც მათი რომანის საჯარო დემონსტრირების პირველი შემთხვევაა.
ვიდეო: „სიყვარულსა მალვა უნდა!“ – ახალი ჰოლივუდური წყვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, ვერავინ იცნოს
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი ლონდონში, ChinaTang-ის რესტორანში, რომანტიკული ვახშმის შემდეგ შენიშნეს. 30 წლის სუპერმოდელი ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას ღია ნაცრისფერი მოკლე კაბა ეცვა. 29 წლის მსახიობმა კი მუქი ლურჯი, ზოლიანი კლასიკური კოსტიუმი მოირგო.
ჰოლივუდელი გვრიტები – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი მალიბუში გამოიჭირეს
ცნობისთვის, წყვილი პირველად ფართო საზოგადოებამ მაშინ შეამჩნია, როდესაც ისინი ჯასტინ ბიბერის კონცერტზე, კოცნისას დააფიქსირეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო და სიახლეს სულაც არ წარმოადგენს.
განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა.