კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი კიდევ ერთხელ მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში. წყვილი ბაირონ-ბეიში სეირნობისას თითქმის იდენტური სტილის სამოსით გამოჩნდა, რამაც მათი ჰარმონიული ურთიერთობა კიდევ უფრო გამოკვეთა.
წყვილი მოგვიანებით სანაპირო ქალაქის ერთ-ერთ კაფეშიც დააფიქსირეს. ბაირონ-ბეი მსახიობის მშობლიური ქალაქის, ბრისბენის სიახლოვეს მდებარეობს და მისი ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
ახალი ჰოლივუდური ულამაზესი წყვილი – კენდალ ჯენერისა და ჯეიკობ ელორდის მორიგი გამოჩენა
ცნობისთვის, წყვილი პირველად ფართო საზოგადოებამ მაშინ შეამჩნია, როდესაც ისინი ჯასტინ ბიბერის კონცერტზე, კოცნისას დააფიქსირეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათი ურთიერთობა ბევრად ადრე დაიწყო და სიახლეს სულაც არ წარმოადგენს.
განსაკუთრებული როლი ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში კენდალის უმცროს დას, კაილი ჯენერს მიუძღვის, რომელიც ფაქტობრივად „შუამავლის“ როლში აღმოჩნდა.
განმარტოება ჰავაის კუნძულზე – კენდალ ჯენერი და ჯეიკობ ელორდი ერთად პირველად გამოიჭირეს