კრისტენ სტიუარტი „კანის ფესტივალის“ ერთ-ერთ ყველაზე თამამ და წესების დამრღვევ ვარსკვლავად მოიხსენიეს.
36 წლის მსახიობ, რომელიც ბრენდ „შანელის“ ამბასადორია, უკვე წლებია ფესტივალის მკაცრ დრესკოდს საკუთარი სტილით უპირისპირდება და 2026 წლის კანის ფესტივალზეც გამონაკლისი არ მომხდარა.
შაბათს, ახალი კომედიური ფილმის, Full Phil-ის ფოტოსესიაზე, სტიუარტი „შანელის“ 2026 წლის გაზაფხულის კოლექციის სამოსში გამოჩნდა. მსახიობს გამჭვირვალე ნაცრისფერი ტვიდის პოლო ეცვა, რომელიც კრემისფერი მაისურის ზემოდან ჰქონდა მორგებული. „ლუქს“ მუხლამდე სიგრძის ქვედაბოლო და შორტები ასრულებდა.
მსახიობის სტილისტის, ტარა სვინის თქმით, სამოსის მსუბუქმა ქსოვილმა ვიზუალურად უფრო თამამი ეფექტი შექმნა.
„ლუქი იმაზე უფრო გამომწვევად გამოიყურებოდა, ვიდრე რეალურად იყო“, – განუცხადა მან გამოცემა „ვოგის“
კრისტენ სტიუარტი დილან მაიერზე დაქორწინდა – მედიაში საქორწინო ცერემონიიდან კადრები ვრცელდება
„არა შარვალს!“ – კრისტენ სტიუარტი ნიუ-იორკის ქუჩებში Brunello Cucinelli-ის „ლუქით“