ანჯელინა ჯოლისა და ბრეტ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი, 17 წლის ნოქსი დის, ზაჰარას გამოსაშვებ ცერემონიაზე გამოჩნდა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა.
ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ნოქსი საოცრად ჰგავს მამას.
ცერემონია „სპელმანის კოლეჯში“ გაიმართა და იქ ანჯელინა ჯოლის ოჯახი არასრული შემადგენლობით იყო შეკრებილი. ანჯელინას თან ახლდნენ ვაჟები, 22 წლის პაქსი, 24 წლის მედოქსი და 17 წლის ნოქსი. ფოტოებზე არ ჩანდნენ ჯოლის ქალიშვილები, 19 წლის შაილო და ნოქსის ტყუპისცალი, ვივიენი.
თუმცა, წყაროს ცნობით, ზაჰარასთვის მნიშვნელოვან დღეს მისი ყელა და-ძმა იმყოფებოდა, ცერემონიას მხოლოდ ბრედ პიტი არ დასწრებია. რომელსაც ყოფილ მეუღლესთან და შვილებთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს.
17 წლის ნოქს პიტი შეცვლილი იმიჯით პაპარაცების ობიექტივში
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი

