მონიკა ბელუჩი ამჯერად პარიზში კამბონის პავილიონში გამართულ საქველმოქმედო გალა-ვახშამზე იმყოფებოდა. 55 წლის იტალიური კინოს ლეგენდა ბრწყინვადა წითელ ხალიჩაზე. ის შავი ფერის სადა კაბაში იყო გამოწყობილი, კლასკური ანსამბლს კი პატარა შავი კლატჩი ასრულებდა. მონიკამ თმის მოკლე ვარცხნილობაზე გააკეთა აქცენტი და მინიმალისტურ მაკიაჟს დასჯერდა. ფოტოებიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის საოცრად გაახალგაზრდავებულია.


ღონისძიების სტუმრებს შორის ასევე იყო ფრანგული კინოს ვარსკვლავი იზაბელ იუპერი.

