საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი, იმერეთს უკავშირდება.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ისაუბრა.
მარინა ენდელაძის განმარტებით, შემთხვევები ასე ნაწილდება:
„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“,-აღნიშნა მარინა ენდელაძემ.
