ლოს-ანჯელესში რომანტიკული კომედიის, „ოჯახური საქმე“ პრემიერა შედგა. ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ზაკ ეფრონი ასრულებენ.
წითელ ხალიჩაზე 56 წლის ნიკოლი კრემისფერ გრძელ, სხეულზე მომდგარ კაბაში გამოჩნდა. მის „ლუქს“ ულამაზესი ყელსაბამი ასრულებდა, რაც შეეხება მის სასცენო პარტნიორს, 36 წლის ზაკი ნაცრისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, ფილმში ზაკი ნიკოლის ქალიშვილის მენტორის როლს ასრულებს. სასცენო წყვილის პიკანტურმა სცენებმა ინტერნეტსივრცის დაპყრობა უკვე მოახერხა.
„პრაქტიკული მაგია“ 26 წლის შემდეგ, „სიქველით“ ბრუნდება
ნიკოლ კიდმანმა წითელ ხალიჩაზე „ბალენსიაგას“ ოქროსფერი კაბით გაიბრწყინა