,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში „დიორის“ მოდის სახლის ჩვენება გაიმართა. ახალი კოლექცია გუშინ ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, მარია გრაცია კიურიმ წარადგინა.
დეფილეს სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე იყო. მათ შორის კარა დელვინი, სიგურნი უივერი, კარლა ბრუნი, კარლა კლოსი და სხვები. ყველაზე დიდი ყურადღება 90-იანი წლების მეგავარსკვლავების, დემი მურისა და ენდი მაკდაუელის გამოჩენამ გამოიწვია. 57 წლის მური და 61 წლის მაკდაუელი ბრწყინავდნენ „დიორის“ კაბებში.