57 წლის დემი მურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკი მას ვერაფერს აკლებს. მან მონაწილეობა მიიღო რიანას ბრენდის Savage x Fenty-ს ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში, რომელიც შოუს ფორმატში გადაიღეს. დემი მურთან ერთად საცვლების ახალი კოლექცია რიაინამ, შეიკმა, კარა დელევინმა, ბელა ჰადიდმა და სხვა ცნობილმა მოდელებმა წარადგინეს.
შოუს გადაღებები დასრულდა და ის მალე Amazon Prime-ის პლათფორმაზე აიტვირთება. ახალ კოლექციაში სექსუალური შავი საცვლების უამრავ მოდელს შეხვდებით. შოუს ფოტოები ინტერნეტში უკვე მოხვდა და ყველაზე დიდი რეზონანსი სწორედ 57 წლის დემი მურის გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც ფოტოებზე ფანტასტიკურად გამოიყურება.