საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, მომღერალი, კომპოზიტორი და ყოფილი მოდელი კარლა ბრუნი ამჯერად ესპანური „ჰარპერ ბაზარის“ მთავარი გმირი გახდა. ის გამოცემის 2025 წლის ნომრისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და სხვადასხვა ანსამბლში რამდენიმე დაუვიწყარი იმიჯი შექმნა.
ფოტოსესიის სახელწოდებაა Viva La Revoluciòn და ფოტოების ავტორი ფილიფ გეია. ახალ ფოტოებზე კარლა ბრუნი ყვითელ მოსაცმელში პოზირებს, ეს ფოტოსესიის მთავარი, გარეკანის ფოტოა. ასევე ის ნაცრისფერი და მწვანე პიჯაკების კოლექციას ირგებს, ჩნდება კოქტეილის ჰაეროვან კაბასა და „შანელის“ კლასიკურ ორეულში.
57 წლის ლამაზმანი ყველა ფოტოზე შეუდარებელია.
ლამაზმანები 40 წელს ზემოთ – კარლა ბრუნი და მილა იოვოვიჩი ვენეციაში
79 წლის კატრინ დენევი და კარლა ბრუნი „დიორის“ შოუზე გამოჩნდნენ








