LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულნატკენი მამისა და უძღები შვილის „ნანატრი“ შეხვედრა? – რა მოხდა ბევერლი-ჰილზის სასტუმროში

1469
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებისთვის, უფროს ვაჟთან კონფლიქტის შემდეგ, ყველაზე დიდი სურვილი მასთან პირისპირ შეხვედრაა.

როგორც ირკვევა, ორშაბათს დევიდ ბექჰემის ეს ოცნება თითქმის ახდა, ის და ბრუკლინი სულ მცირედით ასცდნენ ერთმანეთს ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

გამოცემის ინფორმაციით, დევიდი სასტუმროში კვირა ღამით გვიან ჩავიდა, ბრუკლინი კი რამდენიმე საათის შემდეგ მივიდა იმავე სასტუმროში. როგორც ირკვევა, დევიდს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შვილი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, ეს არც ბრუკლინმა იცოდა. საბოლოოდ მამა-შვილის შეხვედრა ვერ შედგა.

„მათ შორის უკვე დიდი ხანია არანაირი კონტაქტი არ არსებობს, ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა ბრუკლინმა, ნიკოლასთან ერთად, ასეთი ცხოვრების გზა აირჩია. ბრუკლინმა მკაფიოდ აჩვენა, რომ არ სურს ურთიერთობა არც დევიდთან და არც ვიქტორიასთან, ამიტომაც, კიდევ კარგი, რომ ისინი ერთმანეთს ვერ შეხვდნენ, ეს დევიდისთვის მტკივნეული იქნებოდა“, – აცხადებს წყარო.

„ამაზე დიდი დარტყმა რა უნდა იყოს ბიჭის დედისთვის!“ – ბრუკლინ ბექჰემი „დედის დღეზე“ სიდედრის ფოტოს ავრცელებს

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, კონფლიქტის ფონზე, შვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს

„დევიდ და ვიქტორია, მზად ხართ მორიგი დარტყმისთვის?!“- ბრუკლინ ბექჰემი მშობლებთან დაპირისპირების შესახებ მემუარების გამოცემას გეგმავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები