LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა დევიდ ბექჰემის დედა ხარ – ლეგენდარულმა ფეხბურთელმა „უიმბლდონზე“ დედა წაიყვანა და უთბილესი კადრები გაგვიზიარა

140
page

დევიდ ბექჰემმა „უიმბლდონზე“ ტრადიციული სტუმრობა წელსაც განსაკუთრებულ ადამიანთან ერთად აღნიშნა. ფეხბურთის ლეგენდა ტურნირს დედასთან, სანდრა ბექჰემთან ერთად დაესწრო და ამ დღის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე დედასთან ერთად უიმბლდონზე. ეს ყოველთვის ჩემი წლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღეა. მადლობა, უიმბლდონს, რომ ყოველ ჯერზე ყველაფერს იდეალურად აწყობთ“, – წერს დევიდი.

დედა-შვილი მატჩს ტრიბუნიდან ერთად ადევნებდა თვალს. მათ გვერდით იმყოფებოდა ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და კულინარი, მერი ბერი, მოგვიანებით კი დევიდ ბექჰემმა ფოტოები ჩოგბურთის ვარსკვლავთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან და მუსიკოს, ბედ ბანისთან ერთადაც გადაიღო.

ფოტო: „შენ ყოველთვის ჩემი რაინდი იყავი!“ – დევიდ ბექჰემმა რაინდის წოდება მიიღო – ვიქტორია ბექჰემის ემოციური მილოცვა და წყვილის უფროსი ვაჟის დუმილი

ვიქტორია კლდეებზე ქუსლებით, სარძლოები და 22 მილიონ დოლარიანი იახტა – ბექჰემების გლამურული დასვენება იბიცაზე

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები