LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის ნიკოლ კიდმანის თამამი „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე

152
page

ნიკოლ კიდმანი სერიალის, Special Ops: Lioness მეორე სეზონის პრემიერაზე გამოჩნდა. ლოს-ანჯელესში ჩატარებული ღონისძიების წითელ ხალიჩაზე 57 წლის მსახიობი საკმაოდ თამამი „ლუქით“ გახლდათ წარმოდგენილი. ეს გახლდათ ყვითელ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, ავანგარდული კაბა, მოშიშვლებული ზურგით. აღნიშნულ „ლუქს“ ნიკოლმა თეთრი კლასიკური ფეხსაცმელი და Roberto Coin-ის ბრილიანტის საყურე შეუხამა.

ცნობისთვის, ნიკოლის ახალი ეროტიკული ფილმის, Babygirl პრემიერა 25 დეკემბერს შედგება. ფილმის სიუჟეტი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გარშემო ტრიალებს, რომელიც საგრძნობლად ახალგაზრდა, მომხიბვლელ სტაჟიორთან აკრძალულ რომანს გააბამს. კინოსურათში, კიდმანს პარტნიორობას ჰარის დიკინსონი უწევს.

ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას „ქალთევზას კაბასა” და „საოპერო ხელთათმანებში”

ნიკოლ კიდმანისა და ჰარის დიკინსონის მონაწილეობით, ეროტიკული თრილერის – Babygirl გამოსვლის თარიღი ცნობილია – ნახეთ ფილმის ტრეილერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები