LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის სანდრა ბალოკი კინოდან მიდის

867
sandrabullock

მსახიობი, სანდრა ბალოკი Entertainment Tonight -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ის კინოდან მიდის. 57 წლის ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს დროებითი პაუზა, შესაძლოა, სამუდამო. მიზეზად ბალოკი შვილებს ასახელებს და ამბობს, რომ მათთან მეტი დროის გატარება უნდა.

„მოვიდა დრო, გადავდგა ნაბიჯი უკან კარიერაში და წინ პირადში, ახლა მინდა ვიყო იქ, სადაც ბედნიერი ვარ“, – დასძენს მსახიობი.

რაც შეეხება სანდრას ბოლო ფილმს, ეს გახლავთ რომანტიკული მელოდრამა „დაკარგული ქალაქი“, რომლის პრემიერისთვის ბალოკი ტურნეში უკვე გაემგზავრა.

ფოტო: სანდრა ბალოკი ამბობს, რომ შიშველ ჩენინგთან მუშაობა საოცრად გაუჭირდა

ბრედი დაბრუნდა! – სასწაულად შთამბეჭდავი ფილმის, „დაკარგული ქალაქის“ პირველი თრეილერი გავრცელდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები