სინდი კროუფორდის ყოველი ახალი გამოჩენა გვარწმუნებს, რომ მისთვის ასაკი არაფერს ნიშნავს. 57 წლის სუპერმოდელი ბრწყინავდა კრემისფერ კაბა-ხალათში, როცა ის ლოს-ანჯელესში, მოდისა და სილამაზის კონფერენციაზე გამოჩნდა. ანსამბლს კროუფორდმა ამავე ფერის ჩანთა და გამჭვირვალე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.
სინდიმ სოციალურ ქსელში კონფერენციის მსვლელობისას მაკიაჟის მასტერკლასის ვიდეოც გააზიარა, სადაც ჩანს, რომ იკეთებს სადა მაკიაჟს ცნობილი მოდელი.
„ლუქების“ ცვენა და მარადიული სილამაზე – 57 წლის სინდი კროუფორდი არაბული „ვოგის“ გარეკანზე
ნახევრად შიშველი სინდი კროუფორდი „ვოგის“ გარეკანზე – 56 წლის ლამაზმანი შავ სამოსში ანათებს