LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის ბენ სტილერი შევერცხლილი თმითა და ახალი იმიჯით გამოჩნდა

105
59 წლის ბენ სტილერი შევერცხლილი თმითა და ახალი იმიჯით გამოჩნდა

მსახიობი, რეჟისორი და იუმორისტი ბენ სტილერი დღეს სრულიად განსხვავებულ ამპლუაში გვევლინება. კომედიური ჟანრის ფილმებში გატარებული ათწლეულების შემდეგ, ის სულ უფრო ხშირად მუშაობს კულისებში – როგორც რეჟისორი და პროდიუსერი და საუბრობს თემებზე, რომლებსაც აქამდე არასდროს შეხებია.

„დიდი ხანია, რაც ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ ახლა უფრო მეტად კამერის მიღმა ყოფნა მაინტერესებს. უფრო მეტად ვუკავშირდები იმას, რაც მაბედნიერებს“, – ამბობს ინტერვიუში მსახიობი.

სერიალ A Divide-ის წარმატების შემდეგ, რომლის რეჟისორიც თავად არის, სტილერი ამზადებს დოკუმენტურ ფილმს მისი მშობლების, მსახიობების, ჯერი სტილერისა და ენ მირას შესახებ.

ჟურნალ WSJ-ის ახალი ნომრის გარეკანზე, 59 წლის ბენ სტილერი შევერცხლილი თმითა და სულ სხვაგვარი იმიჯით გვევლინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები