გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 645 301-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 3 247-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 611 688 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 698 პაციენტი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 714 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 20 918, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 675, PCR ტესტით – 2 243.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,82%, ბოლო 14 დღის – 5,14%, ბოლო 7 დღის – 3,86%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 687-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.