LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე „ნიკოს ბენდი“ სოლოკონცერტს გამართავს – ჯგუფის სიმღერას „ქართული დისკო“ უკვე 63 მილიონი ნახვა აქვს

238
ნიკოს ბენდი

პოპულარული „ნიკოს ბენდი“, რომლის შემადგენლობაში ნიკო ნანიტაშვილი, მანუ მურღულია, ნანუკა ფორჩიძე და ამიკო ჩოხარაძე არიან, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე 6 აგვისტოს სოლოკონცერტს გამართავს.

„ნიკოს ბენდის“ კონცერტის ბილეთები biletebi.ge-ს საიტზეა ხელმისაწვდომი.

„ნიკოს ბენდი“ საკუთარი რეპერტუარიდან სახალისო, მხიარულ და ენერგიულ კომპოზიციებს შეასრულებს.

მათ შორისაა სიმღერა „ქართული დისკო“, რომელსაც „იუთუბზე“ უკვე 63 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.