LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ახალი ინფიცირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს: ორი ექთანია, ერთი ინფექციურიდან გადმოყვანილი პაციენტია

102
1585572257-183323

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის ერთი ინფექციური საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, ორი რესპუბლიკური კლინიკის ექთანია, დანარჩენი კი ცხელების ცენტრიდან შემოყვანილი პაციენტები არიან. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა.

„დადასტურებული ექვსი ახალი შემთხვევიდან ერთი ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, ორი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანია და დანარჩენი ცხელების ცენტრიდან არიან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად დაკვირვების ქვეშ 38 პაციენტია, აქედან 17 კოვიდინფიცირებულია. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა გარკვეული გაუმჯობესება ფილტვის პნევმონიის მხრივ არის. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკამ თანამშრომლების ე.წ აგრესიული ტესტირება დაიწყო და ამ დროისათვის 50-მდე ანალიზია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. ჯამში კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები