6 დეკემბერს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” “დასაქმების ტექნოლოგიური ფორუმი” გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას” “ტექნოლოგიური განვითარების ფონდში” განუცხადეს.
ფოდნის ინფორმაციით, ფორუმი დასაქმების და სტაჟირების მსურველი სტუდენტებისთვის იმართება.
“ფორუმზე მოწვეულია 40-მდე ორგანიზაცია კერძო და საჯარო სექტორიდან. წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობა IT-ინჟინერიაში, ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი/მომხმარებელი კომპანიების მიერ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფონდი მოუწოდებს დაინტერესებულ სტუდენტებს შეავსონ მათ ვებ-გვერდზე ატვირთული აპლიკაცია.
