ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და რვა დაიჭრა კანადაში, ქალაქ კვებეკში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად. ეს ინფორმაცია ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კი განაცხადა, რომ ეს იყო ტერაქტი მუსულმანების წინააღმდეგ.
პოლიციის ინფორმაციით, დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, მათი მოტივი უცნობია.
მეჩეთში, რომელიც ქალაქის ისლამური კულტურის ცენტრიც არის, ინციდენტის დროს ათობით ადამიანი იმყოფებოდა.