LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ღვინის კანადელი პროფესიონალები სტუმრობდნენ

124
ქართული ღვინო

ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს კანადიდან ღვინის პროფესიონალების 17-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

სტუმრები, ვიზიტის ფარგლებში, კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და საოჯახო მარნებს ესტუმრნენ, ასევე, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას.

თბილისში სპეციალურად მათთვის 20-მდე სხვადასხვა კომპანიის ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. 

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, ნამდვილად ლამაზ ქვეყანაში, რომელიც ასევე ცნობილია ღვინით, განსაკუთრებით კი, ნატურალური ღვინოებით. ქარვისფერი და ქვევრის ღვინის გასინჯვა იყო განსაკუთრებული, ძალიან ემოციური გამოცდილება. ჩვენ ლამაზ ადგილებს ვეწვიეთ, დავაგემოვნეთ ტრადიციული სამზარეულოც. გასაოცარია ასეთი ლხინი“, – აღნიშნა ჯგუფის წევრმა, სომელიემ ალექს მაკმაჰონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები