LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 მარტს შენობაში იმოქმედებს დაშვების შეზღუდული რეჟიმი” – საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

155
პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 6 მარტს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

„მიმდინარე წლის 6 მარტს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

„აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე 6 მარტს იმსჯელებს.

ამასთან, საქართველოს პარლამენტში ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს 09:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g