LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი, 2 მშრალ შიმშილობაზეა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა…“ – ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება

115
ჭიათურა

„მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა მეგობარმა, ირაკლი ჯიქიძემ განუცხადა.

ჯიქიძის თქმით, ტარიელ მიქაცაძესთან ერთად მშრალი შიმშილობა მირიან ლოლაძემაც დაიწყო:

„დღეს შიმშილობის მე-16 დღეა. ტარიელ მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ექიმებზე უარს ამბობს, ყველანაირ მედიკამენტზე უარს ამბობს.

დიაბეტის ნიშნული აქვს ძალიან დაბლა ჩამოსული, რაც ძალიან კრიტიკულია ჯანმრთელობისთვის. დღეს აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო.

ვურეკავთ, მოდიან, ეს უარს ამბობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიაბეტიდან გამომდინარე.

6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი. ტარიელთან ერთად მირიან ლოლაძეა მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა ირაკლი ჯიქიძემ.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g